"ნაციონალების" განშტოებებში ერთმანეთის დაბულინგება, ახალი ტრენდია- მდინარაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ნაციონალების" განშტოებებში ერთმანეთის დაბულინგება, ახალი ტრენდია- მდინარაძე

"ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებში ახალი ტრენდი იმკვიდრებს და იდგამს ფეხს, ერთმანეთის დაბულინგებაზე გადავიდნენ - ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავჯდომარე მამუკა მდინარაძე "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივას იმის შესახებ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად კოალიციაში არ შევლენ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელიც ევროპული დაირქვეს, რუსულ საქმეს აკეთებენ თავიანთი პროვოკაციული გამოხტომებით.

„საქართველოში ასეთი მოცემულობაა – ოპოზიციის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც პარლამენტშია, სიტყვით და საქმით პრორუსულია, მეორე ნაწილი სიტყვით პროდასავლურია და საქმით პრორუსული. აქედან დასკვნა ადვილი გამოსატანია. როცა პროდასავლურობაზე ლაპარაკობენ, ზუსტად იციან, რომ ეროვნული და პროდასავლური ხელისუფლება „ქართული ოცნებაა“. ჩვენ კი არ ვდეკლარირებთ იმაზე, რომ პროდასავლურები ვართ, საქმითაც ასე ვიქცევით და რეფორმებსაც ამ მიმართულებით ვატარებთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელიც ევროპული დაირქვეს, რუსულ საქმეს აკეთებენ თავისი პროვოკაციული გამოხტომებით. ფაქტებიდან გამომდინარე პროევროპელობაზე ზედმეტი თავის დადება არ გამოუვათ“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

'.$TEXT['print'].'