ოზურგეთის სასამართლო თავმჯდომარის გარეშე რჩება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის სასამართლო თავმჯდომარის გარეშე რჩება

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ბიძინა სტურუა მოღვაწეობას თბილისის საქალაქო სასამართლოში გააგრძელებს

ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "გურიის მოამბეს" ოზურგეთის სასამართლოში არაოფიციალურად დაუდასტურეს.

ბიძინა სტურუა ოზურგეთის რიონული სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს უახლოეს დღეებში დატოვებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია იმ მოსმაართლის ვინაობა, რომელიც სტურუას ამ ტანამდებობაზე ჩაანაცვლებს.

ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ისაა რომ თავად სტურუა მოღვაწეობას მოსამართლის რანგში თბილისის საქალაქო სასამართლოში გააგრძელებს.

ბიძინა სტურუას ოზურგეთში მოღვაწეობის პერიოდს უამრავი გახმაურებული საქმე უკავშირდება.

მათ შორის ხანგრძლივი დავა "გურიის მოამბესა" და ქალაქ ოზურგეთის მერიას შორის ბეგლარ სიორიძის მერობის პერიოდში, რა დროსაც აღნიშნული მედია სწორედ მისმა გაბედულმა გადაწყვეტილებებმა გადაარჩინა ხელისუფლების მიერ ფაქტობრივი დახურვისაგან.

თუმცა გარკვეული კითხვები არასამტავრობოებს მისი ერთერთი ბოლო გადაწყვეტილების გამო დარჩათ, როცა ოზურგეთის სასამართლომ შეკვეთილის აქციის მონაწილეები გააფრთხილა ხმაურის გამო.

ამ გაფრთხილებასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეშფოთება გამოთქვა და სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოზურგეთის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

'.$TEXT['print'].'