ექსპერტი ვასო ურუშაძე ეკონომიკის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის დეტალებს ასაჯაროებს
ავტორი: გურიის მოამბე
ექსპერტი ვასო ურუშაძე ეკონომიკის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის დეტალებს ასაჯაროებს

 ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "HUB Georgia" დირექტორი, ექსპერტი ვასო ურუშაძე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის აშშ-ში წარუმატებელი ვიზიტის დეტალებს ასაჯაროებს და საკუტარ ფეისბუკ გვერდზე წერს:

"საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრი, ქალბატონი ნათია თურნავა დიდის ამბით, მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა აშშ-ი. ვიზიტის მიზანი იყო ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი დაერწმუნებინათ იმაში, რომ თბილისიდან აშშ-ი ფრენების შესრულება არის კომერციულად მოგებიანი.

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, United Airlines-ის ვერც ერთმა მაღალი რანგის, გადაწყვეტილების მიმღებმა, თანამდებობის პირმა, ეკონომიკის მინისტრთან და მის დელეგაციასთან შეხვედრისთვის ვერ მოიცალა. ქართულ დელეგაციას ერთ-ერთ სასტუმროს მისაღებში შეხვდა, ლანჩ თაიმზე გამოსული United Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი. შეხვედრამ როგორ ჩაიარა, აღარ დავწვრილმანდები, მაინც სახელმწიფოს საიდუმლოების საკითხია. შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურს უთხოვია კომენტარი United Airlines-ის თანამშრომლისთვის, რომელმაც მიუგო, რომ არ იყო უფლებამოსილი პირი და მოუწოდა, მიერმართათ ავიაკომპანიის პრესსამსახურისთვის. შემდეგ დელეგაციის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს და ჩვენ მაინც გავაკეთოთ კომენტარებიო, ხალხი რას გაიგებს ვის შევხდით, ხელცარიელი ხომ არ დავბრუნდებითო. ამჯერად ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა სასტუმროს ადმინისტრაცია მიმართა, ხომ შეიძლება მიმღებში დელეგაციის კომენტარები ჩავწეროთო, სასტუმროს ადმინისტრაციამ მტკიცე უარი განუცხადა და მოუწოდა, გარეთ გაბრძანებულიყვნენ და იქ ჩაეწერათ.
ვიდეო მასალა იხილეთ კომენტარებში:

საინტერესოა საქართველოს მოქალაქეებს, გადასახადის გადამხდელებს რა დაგვიჯდა ეს გრანდიოზული და ნაყოფიერი საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში - მალე გაიგებთ #HUBGeorgia"-წერს ურუშაძე.

'.$TEXT['print'].'