„აგერ ქალმა ბავშვს ნისიად აუღო შარვალი“-როგორ ემზადებიან გურულები ახალი სასწავლო წლისთვის
ავტორი: გურიის მოამბე
„აგერ ქალმა ბავშვს ნისიად აუღო შარვალი“-როგორ ემზადებიან გურულები ახალი სასწავლო წლისთვის

ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურისის მაქსიმალურმა გაუფასურებამ თითქმის ყველაფერზე ფასების ზრდა გამოიწვია. კომუნალურები, პროდუქტები, საწვავი, მგზავრობა- მათზე მომატებული ფასები ისედაც მძიმე სოციალურ და ეკონომიურ პირობებში მყოფ მოსახლეობას უფრო მძიმე ტვირთად დააწვა.

რამდენიმე დღეში საჯარო სკოლებსა და ბაღებში საწავლა იწყება და ბუნებრივია, მოსახლეობა ცდილობს შვილები უზრუნველყონ სასკოლოდ როგორც საჭირო საკანცელარიო ნივთებით, ასევე, ახალი ტანსაცმნლით და სხვა უამრავი საჭირო ნივთით.

გურიაში, მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი თხილია, რომელსაც, ბოლო წლებია ფაროსანა, სოკო და ლპობა ერთნაირად ანადგურებს. მისი სარეალიზაციო ფასიც საკმაოდ დაბალია, რაც დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივებს, ვისთვისაც, ერთადერთი შემოსავალი სწორედ აღნიშნული ნედლეული და მისგან მიღებული ფინანსებია. როგორ ახერხებენ გურულები ასეთ პირობებში შვილების სასკოლოდ მომზადებასგურიის მოამბემამ კითხვით ადგილობრივებს მიმართა და იმის გარკვევას შეეცადა, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის ფასები იმ საჭირო ნივთებზე, რაც სკოლის მოსწავლეს სჭირდება:  

ლ.კ. - ვქაჩავთ ჯერჯერობით. ეხლა რომ ვთქვა ყველაფერი ჩემზეა  დამოკიდებული და მე ვყიდულობ-მეთქი ასე არაა. გვეხმარებიან, გვიგზავნიან. ისე, ძვირი ჯდება რა თქმა უნდა. დღეს მაგალითად 200-300 ლარი  დავხარჯე. პირველ დღეს რომ გავუშვა ბავშვი. ვუყიდე -ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სასწავლო ნივთები, წიგნების გარდა. წიგნებს სკოლა გვირიგებს.

ა.ბ. - გაძვირებულია ნამდვილად. 350 ლარი დახარჯული მაქვს  და ეს პირველ დღეს, რომ გავუშვა სკოლაში-ტანსაცმელი, ჩანთა და რვეულები. შარშანდელთან შედარებით ძალიან გაძვირებულია.

ს.მ. - როგორ ვემზადები და ნისიად მაქვს აღებული ყველაფერი. ისე 300-400 ლარი ჯდება.  შარშანდელთან შედარებით დიდი სხვაობა არაა, იგივე ფასებია.

ტ.ო. - აგერ ხართ  და შეხედეთ, თვალები ხომ გაქვთ? დადის ვინმე  ახლა ბაზარში?! საერთოდ არაა კლიენტი.  არააქვს ფული  ხალხს და ვერც ყიდულობენ. ნათესავია ეს ადამიანი ჩემი და მიაქვს შარვალი ნისიად.

წ.კ. - ყველაფერი გაძვირებულია. ცეცხლი ეკიდება ყველაფერს. არ გვაქვს საშუალება.

ჩვენ აგრეთვე გავესაუბრეთ რამდენიმე საკანცელარიო მაღაზიის გამყიდველს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ასაღები ფასები ყველაფერზე მომატებულია, რაც ვაჭრობის ადგილობრივების მყიდველუნარიანობას კიდევ უფრო ამცირებს:

„ასაღები ფასი კი გაგვიძვირეს ყველაფერზე, მაგრამ ოზურგეთში ძვირად, მაღალ ფასებში რამეს გაყიდვა შეძლო, შეუძლებელია. ხალხს უჭირს, ამიტომ არ ვაძვირებთ. ვყიდით ძველ ფასებში“. 

ვრცლად რეპორტაჟი სასკოლო ბაზრობებიდან იხილეთ „გურიის მოამბის“ ორშაბათის ნომერში.

 

 

'.$TEXT['print'].'