ლანჩხუთის რკინიგზის სადგურთან მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთის რკინიგზის სადგურთან მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო

ლანჩხუთის რკინიგზის სადგურთან მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო-ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის "ფეისბუქ" გვერდი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  მოსამზადებელი სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო.
სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს.

რამდენიმე დღის წინ, "გურიის მოამბე" ლანჩხუთის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ინფორმაციისა და შესაბამისი ფოტომასალის საფუძველზე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ წერდა. 

კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირმა მგელაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავდა: 
"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბატონო ბესო, "აღმაშენებელო", მატარებლიდან ჩამოსულ ჩვენი რაიონის მკვიდრს თუ სტუმარს, ასეთი ხედი ეშლება თვალწინ! მგონი ტეხავს, არა?პ.ს. სამუშაოთა მწარმოებელ ფირმებს, რომლებიც ისედაც უამრავ ფულს აკეთებენ ჩვენს ხარჯზე, ასეთი "მაღალ დონეზე" ჩატარებული სამუშაოს გამოსწორების ვალდებულება არა აქვს? თუ გუვიდა ექსპლოატაციის ვადა"?
მგელაძის პოსტს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ასკურავაც გამოეხმაურა:
Kakha Askurava ამ ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ ბევრმა მითხრა იგივე, ჩვენ არ ვართ ქალაქის ნაწილიო და ვაპირებ უახლოეს საკ.სხდომაზე დავაყენო ეგ საკითხი 
ირმა მგელაძე Kakha Askurava უნდა ნახო, რომ ჩამოვა მატარებლიდან ადამიანი, ჩაოხრებული სადგური, მოუვლელი პარკი და ასეთი ჩანგრეული ხიდი ეგებება წინ, გული მოგიკვდება ადამიანს...
კახა ასკურავას გურიის მოამბე" ტელეფონით იმ საკითხის გასარკვევად დაუკავშირდა იყო თუ არა ამ დროისთვის წარმოდგენილი რაიმე გეგმა, რომლის მიხედვითაც საკრებულო სადგურის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საკითხს გადაჭრას გეგმავდა, რაზეც დეპუტატმა გვიპასუხა: 
"ქალაქის ცენტრში ააყვავილეს ყველაფერი სადგური კი ნაომარს გავს. ჩვენ ხომ გვეძახდნენ ფასადურს? ახლა მოსახლეობა მეკითხება, ჩვენ არ ვეკუთვნით ქალაქის ტერიტორიასო? გასცენ პასუხი-გვითხრა ასკურავამ.
'.$TEXT['print'].'