ოზურგეთის "არწივებმა" "დევებიც" "დაიფრინეს" - რაგბისტების ორიდან ორი მოგება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის "არწივებმა" "დევებიც" "დაიფრინეს" - რაგბისტების ორიდან ორი მოგება

მორიგი მეორე ტურის მატჩები გაიმართა გუშინ და დღეს საქართველოს რაგბისტთა პირველობის პირველი ლიგის გუნდებს შორის.

დღეს, ოზურგეთელებმა ისევე როგორც პირველ ტურის, მეირე ტურის მატჩიც სტუმრად ასევე თბილისში გამართეს.

ამჯერად ოზურგეთელებს უფრი გაუჭირდათ, თუმცა, "დევების" დამარცხება მაინც მოახერხეს - 29-23 და ორი თამაშიდან ორი მოგებით ლიდერებში გაერივნენ.

მორიგი, მესამე ტურის მატჩს, მოედნის პრობლემის გამო გურულები ფოთში, 21 სექტემბერს გამართავენ და ახალციხის "ტაოს" უმასპინძლებენ, რომელთანაც გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა, მომდევნო სამ მატჩში კი, პირველი ლიგის ე.წ. "დიდ სამეულთან - "არმია", "ვეფხვები" და "არესი" რკენა მოუწევთ და ამ მატჩებში გადაწყდება, გურულების ამბიციები საკმარისი იქნება პირველი ოთხეულისათვის ადგილის მოპოვებაში, თუ ის უმაღლესი ლიგისათვის საგზურის ბრძოლაში გადაიზრდება.

 

"ოზურგეთის სარაგბო კლუბმა "არწივები", 2019-2020 წლის სეზონი თბილისში გასვლითი მატჩებით დაიწყო. კლუბის მიერ შეძენილი ავტობუსით გადაადგილება უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდა, შედეგად კი, ბიჭები მოედანზე 40 წუთიანი შუალედით სათამაშოდ მგზავრობის შემდეგ, პირდაპირ მოედანზე გადიან და მიუხედავად ამისა, კლუბმა ორივე შეხვედრის მოგება შესძლო.

შემდეგი შეხვედრა ჩვენს კლუბს სამცხე ჯავახეთის გუნდთან - "ტაო"-სთან აქვს, ჩვენი მხრიდან კი, მოედნისა და ინფრასტრუქტურის არქონის გამო, მატჩის ჩატარება მოგვიწევს ფოთში, ისევე როგორც სეზონის ყველა თამაშის. ფაქტიურად "არწივებს", მთელი სეზონის განმავლობაში, მანამ, სანამ საკუთარი ბაზა არ აგვიშენდება, ფაქტიურად გულშემატკივრების გარეშე ვრჩებით და ყოველი თამაში გასვლა გამოგვდის. ეს კი, გათვლილი არ გვქონდა ბიუჯეტის შედგენის დროს. იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა და პირადად მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი კონსტანტინე შარაშენიძე, დაეხმარება "არწივებს". 

მუნიციპალიტეტის მერი პირადად არის დაინტერესებული და ჩართულია "არწივების" ბაზის პროექტის შედგენასა და განხორციელებაში. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან ვიტოვებთ იმ ვალდებულებას, რომ "არწივები" კვლავ დარჩებიან ჯგუფის ათ გუნდთან გათამაშების ხუთეულში" - თენგიზ კალანდაძე, გუნდის დირექტორი.

 

I ლიგა / II ტური

'.$TEXT['print'].'