სამივე ოზურგეთელი სამეულს მიღმა დარჩა
ავტორი: გურიის მოამბე
სამივე ოზურგეთელი სამეულს მიღმა დარჩა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონობისათვის ოზურგეთის საჭიდაო სკოლის სამი წარმომადგენელი დავით ჩხარტიშვილი, იური ლომაძე და ლევან ქავჟარაძე იბრძოდნენ.

სამწუხაროდ სამეულში შესვლა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო.

აღსანიშნავია რომ ყაზახეთში პირველობა 10 წონით კატეგორიაში ჩატარდა აქედან 6 ში ტოკიოს ოლიმპიური საგზურები - ლიცენზიები თამაშდებოდა, რომლისთვისაც აუცილებელი 6 ეულში შესვლა იყო. ასეთ წონაში ჩხარტიშვილი ასპარეზობდა თუმცა მან ამ ეტაპზე ეს ვერ შეძლო.

საქართველოს ნაკრების იმ წევრებს რომლებმაც ლიცენზიები ვერ მოიპოვეს ეს შანსი ოლინპიადამდე კვლავ არაერთხელ სხვადასხვა ტურნირებზე მიეცემათ.

----------------------------------------

12-წლის შემდეგ ისტორია მეორდება! უპრეცენდენტო ამბავი, მოფლიო ჩემპიონატზე სამი ოზურგეთელი
ავტორი: გურიის მოამბე
12-წლის შემდეგ ისტორია მეორდება! უპრეცენდენტო ამბავი, მოფლიო ჩემპიონატზე სამი ოზურგეთელი : დავით ჩხარტიშვილი, ლევან ქავჟარაძე და იური ლომაძე იჭიდავებენ!!!

14 -22 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა ( ბერძნულ-რომაული სტილით ) ნურსულთანში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყაზახეთში, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება, რომელსაც, თითოეულ ოლიმპიურ წონით კატეგორიაში (60, 67, 77, 87, 97, 130 კგ) პირველი ექვსეული მიიღებს.

მანუჩარ კვირკველიას, ლაშა ლომაძის და რევაზ ჭელიძის შემდეგ , ოზურგეთის საჭიდაო სკოლის ისტორიაში საქართველოს ნაკრების შენადგენლობაში, მსოფლიო ჩემპიონობისა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური საგზურისათვის სამი ოზურგეთელი : დავით ჩხარტიშვილი, ლევან ქავჟარაძე და იური ლომაძე იბრძოლებენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება

'.$TEXT['print'].'