გახარია მაკო გომურისთვის თვალის დათხრას "გადაცდომას" უწოდებს და პასუხისმგბელობას ოპოზიციას აკისრებს
ავტორი: გურიის მოამბე
გახარია მაკო გომურისთვის თვალის დათხრას "გადაცდომას" უწოდებს და პასუხისმგბელობას ოპოზიციას აკისრებს

"ეს იყო გავრილოვის დღე, მაგრამ პარლამენტის შტურმის ღამე" - საქართველოს პრემიერ მინისტრი 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას იხსნის და პოლიციელებს, რომლებმაც ახალგაზრდებს თვალი დათხარეს მადლობას უხდის.

"ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ თითოულმა პოლიციელმა, როდესაც შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი მოვალეობები. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ძალადობით... იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევცნა დაწყებულია. თუ იქნება 10 ადამიანის დაკავება საჭირო - დააკავებენ"- განაცხადა გახარიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად - "ვინ არის პასუხისმგებლი მაკო გომურის თვალების დათხრაზე".
რაც შეეხება 18 დაკავებულ მომიტინგეს, გახარია ამბობს, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს "ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ".
პრემიერი "გავრილოვის ღამიდან" 3 თქვის შემდეგაც პასუხისმგებლობას პოლიტიკურ პარტიებს აკისრებს:
"იმ პოლიტიკურმა ძალებმა, იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებმაც დააორგანიზეს ეს აქცია. ისინი ტელევიზიის ეკრანიდან მოუწოდებდნენ მოქალაქეებს ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში"- თქვა გახარიამ.

'.$TEXT['print'].'