პრეზიდენტი მის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას მიესალმება
ავტორი: გურიის მოამბე
პრეზიდენტი მის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას მიესალმება

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში მის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას მიესალმება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

"მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა", — ნათქვამია განცხადებაში.

 

'.$TEXT['print'].'