დევიდ კრამერი საქართველოს შესახებ სტატიას The Washington Post-ში აქვეყნებს
ავტორი: გურიის მოამბე
დევიდ კრამერი საქართველოს შესახებ სტატიას The Washington Post-ში აქვეყნებს

დევიდ კრამერი საქართველოში ვიზიტის შსახებ სტატიას The Washington Post-ში.

დევიდ კრამერი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანამშემწეა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, იგი ამჟამად ადამიანის უფლებათა დაცვისა და დიპლომატიის ვაცლავ ჰაველის პროგრამის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ევროპული და ევრაზიული კვლევების დირექტორი გახლავთ.

დევიდ კრამერი წერს:

„მიმდინარე თვეში თბილისს კონფერენციაზე დასწრების მიზნით ვესტუმრე და არ ველოდი, თუ აშშ-ს საელჩოსთან მიმდინარე განრისხებული დემონსტრაციის ყურადღების ცენტრში მოვექცეოდი. ამ ფაქტმა იმდენად არ გამაღიზიანა, რამდენადაც საგონებელში ჩამაგდო. მე საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების დიდი მხარდამჭერი ვარ. თუმცა, ის ფაქტი, რომ მე და საქართველოს სხვა მხარდამჭერებს ამ ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდის დასაწყებად გვიყენებენ, საკმაოდ ბევრზე მეტყველებს. 4 მილიონი მოსახლეობის მქონე ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნანგრევებს 28 წლის წინ გამოექცა. ავტორიტარიზმის გარემოცვაში, იგი დემოკრატიის კუნძული იყო.

ათწლეულების განმავლობაში, გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგა ჭეშმარიტად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს შესაქმნელად. იგი იდგა ისეთი საშიში გამოწვევის წინაშე, როგორიც რუსეთია, რომელმაც 2008 წლის ხანმოკლე თუმცა მანკიერ ომში საქართველოს ტერიტორიები დაიპყრო და ქვეყნის 20 პროცენტი დღემდე ოკუპირებული აქვს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს პრორუსული ძალები აღზევებულნი არიან, რაც კარგად ხსნის იმას, თუ რატომ აღმოვჩნდი მე ქართული პოლიტიკის ყურადღების ცენტრში“.

დევიდ კრამერი სტატიაში გიორგი გახარიაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 20 ივნისის მოვლების შემდეგ მისი დაწინაურების გადაწყვეტილებამ პოლარიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა. 

„ეს შეიძლება დაგვეხმაროს იმის ახსნაში თუ რატომ მომართეს თავიანთი მრისხანება ჩემზე, ჯონ მაკკეინსა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სხვა მომხრეებზე პრო-სახელისუფლებო მედიამ და პოლიტიკოსებმა, მათ შორის ირმა ინაშვილმა - პრორუსული პარტიის წევრმა, რომელმაც შეგვაწყვეტინა რუსეთის თემაზე მიმდინარე საკონფერენციო სესია, რომელსაც მე ვშუამდგომლობდი.

უკვე ათ წელზე მეტია, რაც საქართველო ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, რათა დაიცვას საკუთარი ქვეყანა რუსული აგრესიისგან და დაიკავოს ევროპაში სრულუფლებიანი ადგილი. საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს აშშ-ს და ნატოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ნატოს ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია ავღანეთში. დიდი პატივისცემით უნდა ითქვას, რომ საქართველო სხვა ამჟამინდელ წევრ ქვეყნებზე მეტად კვალიფიციიურია ალიანსის წევრობისთვის.

საქართველოს ზოგიერთი მხარდამჭერი თავს იკავებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გაკრიტიკებისგან, რადგან შიშობენ, რომ ამით დასავლელი ლიდერები ინტერესს დაკარგავენ საქართველოსადმი. რეალურად კი, ქართველები იმსახურებენ იმას, რომ მათი საერთაშორისო მეგობრები სიმართლეს საუბრობდნენ და გვერდში დაუდგნენ მათ წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის არასწორი მიმართულებით წაყვანის საფრთხეს ქმნიან.“

https://www.primetime.ge/

 

'.$TEXT['print'].'