ოზურგეთში დიზელის საწვავი 5 თეთრმადე გაძვირდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში დიზელის საწვავი 5 თეთრმადე გაძვირდა

ოზურგეთში  ბენზინგასამართ სადგურებზე  საწვავის ფასის ზრდა შეინიშნება.

როგორც "გურიის მოამბესთან" ადგილობრივები ამბობენ, ფასების ზრდა ყველა ბენზინგასამართ სადგურზე ერთნაირად არ ფიქსირდება. 

მძღოლების განმარტებით, ფასმა თითქმის 5 თეთრით მოიმატა. 

"ჩვენ მხოლოდ დიზელზე გავზარდეთ ფასი, 34 თეთრი ღირდა და ახლა გახდა 39. სხვა ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასიც მომატებულია. თუმცა, ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი თეთრით"-გვითხრა ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერმა. 

ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების ზრდას დოლართან შედარებით ლარის კურსის ვარდნით ხსნიან. ამან თავის მხრივ გავლენა იქონია მგზავრობის საფასურზეც. უკვე ერთ თვეზე მეტია 15-დან 20 ლარამდე გაიზარდა ბილეთის საფასური ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზე. 

დიდი ალბათობით კი, ფასების მატება სხავადასხვა ქალაქების მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებსაც შეეხება. ასევე, მძღოლები არ მალავენ, რომ სოფლების მიმართულებითაც ვერ შეინარჩუნებენ ძველ ფასებს, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ. 

'.$TEXT['print'].'