"ეს ადასტურებს მის არაკვალიფიციურობას "- ბერძენიშვილი პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებზე
ავტორი: გურიის მოამბე
"ეს ადასტურებს მის არაკვალიფიციურობას "- ბერძენიშვილი პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებზე

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი პროკურატურის მიერ პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას აფასებს.

ბერძენიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ქმედებები მის არაკვალიფიციურობას ადასტურებს.

"ეს ადასტურებს მის არაკვალიფიციურობას და მივიღეთ, რომ მას არ აქვს ფილტრი შეცდომების დაზღვევის ინსტრუმენტი და ვისაც უნდა იმას იწყალებს ვიღაცის არაფორმალური შეთავაზებებით რასთან გვაქვს საქმე, ვინ შესთავაზა კორუფციული ფაქტორები არის თუ არა ბუნებრივია ეს შესასწავლია" - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

'.$TEXT['print'].'