"ქართულო ოცნებავ", თქვენ საბოლოოდ გაუბერეთ"
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართულო ოცნებავ", თქვენ საბოლოოდ გაუბერეთ"

"ქართულო ოცნებავ", თქვენ საბოლოოდ გაუბერეთ, ვინ გეკითხებათ, ხალხი რამდენ სამსახურში იმუშავებს... რამდენიმე ადგილას ვმუშაობთ მოქალაქეები, რომ თქვენ მიერ დაქცეულ ქვეყანაში საარსებო
პირობები მაინც შევუქმნათ ოჯახებს, თქვენ კიდევ შრომის უფლებასაც გვართმევთ.

გაიწვიეთ სასწრაფოდ ეგ კანონპროექტი უკან"-ასე პასუხობს "ოცნების" ახალ ინიციატივას ექსპერტი არჩილ გამზარდია. 

თუ დღეს ერთზე მეტი დამსაქმებლისთვის ასრულებთ სამუშაოს, მომავალში სახელმწიფომ ეს უფლება შესაძლოა კანონის ძალით წაგართვათ.შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ქართული ოცნების წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.

თავად შრომის კოდექსის მეხუთე თავში კი წერია, რომ - “დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს.” ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

შრომის კოდექსის მეხუთე თავი კიდევ სხვა შეზღუდვებსაც აწესებს, მაგალითად, თუ “სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს და არაუმეტეს 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 45 წუთი. თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.”

'.$TEXT['print'].'