ჩოხატაურის ვაჟ ბალახის ჰოკეისტთა გუნდი ბრინჯაოს პრიზიორია
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურის ვაჟ ბალახის ჰოკეისტთა გუნდი ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს პირველობას ვაჟ ბალახის ჰოკეისტთა შორის ამ დღეებში ბათუმმა უმასპინძლა

როგორც კოხნარის (სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში), საჯარო სკოლის ოფიციალური "ფეისბუკ" გვერდი იტყობინება, აღნიშნულ პირველობაში ჩოხატაურის სახელით ამავე სკოლის ვაჟ ჰოკეისტტა კლუბი მონაწილეობდა.

ჩოხატაურელებმა, პირველობაზე, რომელშიც შვიდი კლუბი მონაწილეობდა, მესამე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: 

"ქ. ბათუმში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ბალახის ჰოკეიში. შვიდი გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის, მესამე ადგილი, თასი და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა კოხნარის საჯარო სკოლის ვაჟების ჰოკეისტთა გუნდმა-იუწყება კოხნარის საჯარო სკოლის "ფეისბუკ" გვერდი.

'.$TEXT['print'].'