განახლებული სტადიონი და ახალი სპორტული ინვენტარი ოზურგეთელ სპორტსმენებს
ავტორი: გურიის მოამბე
განახლებული სტადიონი და ახალი სპორტული ინვენტარი ოზურგეთელ სპორტსმენებს

 ფებურთის ფედერაციამ სოფელ ლიხაურში საფეხბურთო მოედანი განაახლა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოფლებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს.

სოფელ ბოხვაურის შემდეგ ფედერაციამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის სტადიონის რეაბილიტაცია განახორციელა.

პროექტის ფარგლებში შემოიღობა სტადიონი, დამონტაჟდა ტაბლო და საფეხბურთო კარი, განახლდა მოედნის საფარი.

განახლებულ საფეხბურთო სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე იმყოფებოდნენ.

ფედერაციის წარმომადგენლებმა ოზურგეთელ სპორტსმენებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი: მაისურები და ბურთები გადასცეს.

განახლებულ სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი სტუმარ და მასპინძელ გუნდებს შორის, რომელშიც ქალთა საფეხბურთო გუნდების წევრებიც მონაწილეობდნენ.

ჩატარდა სახალისო ფეხბურთის მატჩები ბავშვთა გუნდებს შორის, რომელშიც ლიხაურის, ბახვის, სოფელ ოზურგეთის, მერიის, დვაბზუს, N2 საჯარო სკოლის და საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ ბავშვთა გუნდები მონაწილეობდნენ.

განახლებული სტადიონის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილეები: ალექსანდრე სურგულაძე, ირაკლი სირაძე და კლუბ „მერცხალის“ მესვეურები დაესწრნენ.

'.$TEXT['print'].'