"მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია" - მორგან ორტაგუსი
ავტორი: გურიის მოამბე
"მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია" - მორგან ორტაგუსი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ის გვერდზე ეხმაურება.

მაიკ პომპეოს უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია საქართველოში და შეამციროს ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობა.

"შეერთებული შტატები მიესალმება შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით შედგა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობა" - წერს მორგან ორტაგუსი.

'.$TEXT['print'].'