ოფიციალური ბოდიში საქართველოს - რუსული მუსიკა აღარ განმეორდება
ავტორი: გურიის მოამბე
ოფიციალური ბოდიში საქართველოს - რუსული მუსიკა აღარ განმეორდება

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე, 29 სექტემბრის სათამაშო დღის მთავარი სკანდალი საქართველოს ნაკრებს შეემთხვა. ურუგვაისთან შეხვედრაში ბორჯღალოსნების გატანილ ლელოებზე ეთნიკური ქართველის, თუმცა რუსეთში მოღვაწე და რუსულენოვანი მომღერლის, ვალერი მელაძის მუსიკას რთავდნენ.

ბუნებრივია, ეს საქართველოს ნაკრებს არ მოეწონებოდა. ეს ფაქტი, ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმაც და მოთამაშეებმაც მწვავედ გააკრიტიკეს.

დღეს მსოფლიო თასის ოფიციალურმა პრესსამსახურმა საქართველოს ნაკრებს ბოდიში მოუხადა:

"ჩვენი გულწრფელი ბოდიში ჩვენს ქართველ მეგობრებს იმ უსიამოვნების გამო, რომელიც მათ მივაყენეთ. ეს საკითხი საორგანიზაციო კომიტეტთან უკვე გავიარეთ და მსგავსი აღარ გამეორდება".

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" ურუგვაის ნაკრები 33:7 დაამარცხეს და 2019 წლის მსოფლიო თასის პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი 3 ოქტომბერს ფიჯისთან ელის. კარგი ის არის, რომ ამ პროტესტმა ფართო აუდიტორია მოიცვა - დღეს ამ ამბავს როიტერი, ევროსპორტი და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებები აშუქებდნენ

'.$TEXT['print'].'