სად წავიდა ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე?
ავტორი: გურიის მოამბე
სად წავიდა ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე?

ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად თენიეშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და სამუშაოდ ცესკოში გადავიდა. 

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" თავად თენიეშვილი ესაუბრა.

დღეიდან თენეიშვილი ცესკოს ეგიდით კურატორობას მთლიანად გურიას (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) და ქობულეთს გაუწევს. 

თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი, ეს დაახლოებით 10 დღეში გაირკვევა. 

ცესკომ აღნიშნულ თანამდებობაზე ვაკანსია გუშინ გამოაცხადა, განცხადების მიღება 10 დღეში დასრულდება და გადაწყვეტილებაც, თუ ვინ შცვლის თენიეშვილს მაშინ გახდება ცნობილი.  

'.$TEXT['print'].'