"ბიძინემ რომ თქვა 2012 წელს მაშინ რატომ არ დაემართა ზოგს ისტერიკა"?
ავტორი: გურიის მოამბე
"ბიძინემ რომ თქვა 2012 წელს მაშინ რატომ არ დაემართა ზოგს ისტერიკა"?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

"ბიძინემ რომ თქვა 2012 წელს ელისო ჩაფიძეზე, აირჩიეთ, კარგ ხაჭაპურს აცხობსო, მაშინ რატომ არ დაემართა ზოგს ისტერიკა?

აქ აქცენტი ქალთა სქესის კულინარიასთან მიბმაზე კიარა, ცქიტიშვილის არაპროფესიონალიზმზე იყო. მაგალითად, ვოლსკიზე ან საგანელიძეზე რომ ეთქვათ, დაანებოს თავი ქვეყანას და მწვადს და ჩაქაფულს მიხედოსო, სრულიად კაცთა მოდგმას რატომ უნდა გვწყენოდა? 

პ.ს. ზონდერქალა მაია ცქიტიშვილის "ქალურობა" მე პირადად იქიდან მახსოვს, 20 ივნისის კადრებს სიცილით რომ უყურებდა!"- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ დღეს მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა: 

„მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“

'.$TEXT['print'].'