"მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან"
ავტორი: გურიის მოამბე
"მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან"

"მოგიწოდებთ და მხარს გიჭერთ რეფორმების გატარებაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობისა და სასამართლოს რეფორმის კუთხით. მხარს გიჭერთ იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც საქართველოს და ნატოს აახლოვებს ერთმანეთთან. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით მოვუწოდებთ რუსეთს გამოიწვიოს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გამოიყვანოს ჯარები ამ რეგიონებიდან. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რუსული ძალების გაძლიერებით შავი ზღვის რეგიონში, ამიტომ ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღაო ძალებს შორის" - განაცხადა ნატოს გენმდივნის მოადგილემ  ბათუმში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე.

'.$TEXT['print'].'