იგეგმება თუ არა მაკვანეთში მცირე ჰესის მშნებლობა?-რა განცხადებას ავრცელებს "ეკო"
ავტორი: გურიის მოამბე
იგეგმება თუ არა მაკვანეთში მცირე ჰესის მშნებლობა?-რა განცხადებას ავრცელებს "ეკო"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ეკო" სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ სოფელ მაკვანეთში მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება, რომელიც გასაიდუმლოებულია. განცხადებაში მოძრაობა რამდენიმე ადგილობრივზეც საუბრობს, რომელიც მათი მტკიცებით, ინვესტორს პირადი სარგებლის მიღების მიზნით გაურიგდა:

"რატომ მალავენ მაკვანეთში, მდ.აგიდაყვას სათავანზე ჰესის მშენებლობას?

ეკო-ცხელ კვალზე დაადგა, მაკვანეთში მიმდინარე მოვლენებს. ე.წ.სოფლის ავტორიტეტები(შეგნებულად არ დავასახელებთ ჯერ ვინაობას),მოსახლეობას, მოტყუებით აწერინებ ხელს, ჰესის აშენების თანხმობაზე. მაკვანეთლები უკვე მიხვდენ საქმის მთავარ არსს. ხელის მოთბობის მიზნით, რამდენიმე პირი, კორუფციულ გარიგებაშია ინვესტორთან. ჩვენ დავეხმარებით მოსახლეობას ადვოკატირებით და ავუხსნით, თუ რა სავალალო შედეგებს მოიტანს მცირე ჰესი და მდინარის დერივაციულ მილში გავლა.
ხოლო, იმ მაკვანეთლების საყურადღებოდ, მონდიმებული რომ არიან საკუთარი ხეობის დაღუპვით, არ გრცხვენიათ?
ასევე, ვითხოვთ, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაიბაროს სოფლის რწმუნებული და გაარკვიოს ვითარება. ეკო,თავის საქმეს გააკეთებს. აგიდაყვაზე ჰესი არ აშენდება"-ნათქვამია განცხადებში.

'.$TEXT['print'].'