ეკონომიკის სამინისტროში საშუალო ანაზღაურება 5 729 ლარს შეადგენს, ინფრასტრუქტურისაში 5131 ლარს
ავტორი: გურიის მოამბე
ეკონომიკის სამინისტროში საშუალო ანაზღაურება 5 729 ლარს შეადგენს, ინფრასტრუქტურისაში 5131 ლარს

 

ეკონომიკის სამინისტროში საშუალო ანაზღაურება 5 729 ლარს შეადგენს, ინფრასტრუქტურისაში კი 5131 ლარს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საშუალო ხელფასი 4 340 ლარია, სოფლის მეურნეობაში კი 4148 ლარი. გამოკვლეული სამინისტროებიდან, საშუალო ხელფასი ყველაზე დაბალი თავდაცვის სამინისტროშია - 2289 ლარი.

ამას გარდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მედიანური ხელფასი 4800 ლარია, ეკონომიკის სამინისტროში კი 4200 ლარი. მედიანური ანაზღაურება გამოკვლეულებიდან ყველაზე დაბალი ისევ თავდაცვის სამინისტროშია - 1925 ლარი.

კვლევის ფარგლებში საერთაშორისო გამჭვირვალობამ შემდეგი სამინისტროების მონაცემები შეაგროვა: ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლების, ჯანდაცვისა და იუსტიციის.

'.$TEXT['print'].'