ქუდზე ბავშვი!!!-ოზურგეთელ ბავშვებს კარატეს უფასო გაკვეთილებს ჩაუტარებენ
ავტორი: გურიის მოამბე
ქუდზე ბავშვი!!!-ოზურგეთელ ბავშვებს კარატეს უფასო გაკვეთილებს ჩაუტარებენ
ოზურგეთელ ბავშვებს კარატეში უფასო გაკვეთილებს სთავაზობენ. შავი ქამრის მფლობელი 3 დანი ტაეკვონდოში. გურიის რეგიონის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი...
გინესის მსოფლიოს რეკორდსმენი. უმაღლესი ხარისხის კარატეში შავი ქამარის 7 დანის მფლობელი   კემპო კარატეში, ირაკლი ტუღუში ადგილობრივებს კომპიუტერების ნაცვლად, სპორტით დაკავებას ურჩევს: 
ქუდზე ბავშვი...გაგიგიათ ეს გამოთქმა, ქუდზე კაცი. ეხლა მე მოგიმართავთ ყველას, ჩემს ნაცნობებს, ახლობლებს, დაინტერესებულ პირებს. მოგეხსენებათ 21 საუკუნე ინტერნეტის ხანაა, ყველა ბავშვი ჩართულია მთელი დღე ინტერნეტში. რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. მათ არ აინტერესებთ ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში. მოიყვანეთ თქვენი შვილი ჩვენს სკოლაში, ჩვენ სრულიად უსასყიდლოდ ვავარჯიშებთ მათ. ვასწავლით ზრდილობას, კულტურას, ეთიკას, საბრძოლო ხელოვნების კოდექსს და ბრძოლას. ბრძოლას არა მხოლოდ ტატამზე არამედ ცხოვრებაშიც. არ დაგავიწყდეთ ჩვენ ქართველები ვართ, ერი რომლებიც მტერი ჩვენზე ერთი ათზე მოდიოდა და ვეღარ გვაკლებდა. ამიტომ უფლება არ გვაქვს მოვდუნდეთ. ჩვენნაირ მცირერიცხოვანი ერი სულ მომზადებული და შეწკეპილი უნდა იყოს რომ მტრისგან თავი დაიცვას. ფიზიკურად და სულიერად სუსტი ადამიანი ვერ დაიცავს საკუთარ თავსაც. მომზადებული ადამიანი კი თავსაც დაიცავს და სხვებსაც ეს არ დაგავიწყდეთ. ჩვენ ამასთანავე ხელს შევუწყობთ თქვენი შვილის წარმატებას საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. გაზარდეთ თქვენი შვილი მეომრად და ასწავლეთ მას პატარაობიდანვე ბრძოლა. ამიტომ გელით ყველას ჩემს სპორტდარბაზში. ჩემი მიზანია ბევრი ბავშვი იყოს დაკავებული სპორტით, არ დარჩეთ მათ დრო ცუდისთვის სიგარეტისთვის, ალკოჰოლისთვის, ნარკოტიკებისთვის. ჩვენ ხელს გვიწყობს ოზურგეთის მერია, სპორტის განვითარების ცენტრი. ისინი ამისათვის ყველაფერს აკეთებენ. მადლობა მათ ამისთვის. ამიტომ ყველას მოგიმართავთ ქუდზე ბავშვი...წერს ტუღუში.
'.$TEXT['print'].'