"ოჰ ეს ყვითელი ფოთლები და აღუწერელი სიყვარულით გაჟღენთილი ნოსტალგია"
ავტორი: გურიის მოამბე
"ოჰ ეს ყვითელი ფოთლები და აღუწერელი სიყვარულით გაჟღენთილი ნოსტალგია"

ბაბუას დატოვებული ძველი ხის სახლი, კრამიტებით და ბუხრის საკვამურით დამშვენებული სახურავით, ხის შუშაბანდი და ყვითელი ფოთლებით დამშვენებული ეზო, ღობესთან კოხტად მიწყობილი ყანის ნადავლი, ეზოში დანთებული სურნელოვანი ცეცხლი ფოთლების დასაწვავად, დაფნის სურნელი, კაკლის და წაბლის გროვა, აივანზე არნახული სილამაზით გამოფენილი ზაფრანი, ყურძენი, კარალიოკის და ვაშლის ჩირი, ხახვი და ნიორი, წითელი აელვარებული ნორჩი წიწაკები, აქა იქ ხეზე შემორჩენილი ყვითელი და უკვე წითლად გადამწიფებული კარალიოკები, სიმინდის კალო, აქა იქ ოქროსფერი მარცვლებით გაპრანჭული ტაროები, ეზოში აქა იქ მიმობნეული ვერცხლისფერი და ოქროსფერი ფუჩეჩი, დამხმარე სახლთან მომზადებული შეშა, სახურავზე მედიდურად გამომზეურებული ვებერთელა გოგრა, მარანთან თავბრუდამხვევი მადლიანი ადესის მაჭრის სურნელი და არყის სახდელად გამზადებული ტყემალი, ეზოში მზეს მიფიცხებული მურია, გეგონებათ, სულ ამის მონაპოვარია ეს ყველაფერი და აგერ უკვე შრომით დაღლილი იცავს საზამთროდ გამზადებულ შეუფასებელ ჭირნახულს.

სად არ ვყოფილვარ, რა არ მინახავს, მაგრამ ამაზე დიდი ამაზე ლამაზი და ამაზე ძვირფასი მე ჯერ არსად არაფერი არ მინახავს და ღრმად მწამს, ჩემი სიბერე მურიასთან ერთად მზეზე წაფიცხებული ჭირნახულის დარაჯობას დაუკავშირდება 

ოჰ ეს ყვითელი ფოთლები და აღუწერელი სიყვარულით გაჟღენთილი ნოსტალგია.

პარტია "კანონი და სამართალის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ღლონტი. 

'.$TEXT['print'].'