"არა ციციკორეების საზოგადოებას! არა!!!"
ავტორი: გურიის მოამბე
"არა ციციკორეების საზოგადოებას! არა!!!"

"ძლივს საქართველოში ქალმა ხმა ამოიღო და ამხილა ის, რაც სისტემატურად ხდება ამ ქვეყანაში. ძლივს ადამიანმა გადალახა უამრავი ბარიერი, თქვა რაც თავს გადახდა ჩვენი მხარდაჭერის იმედით! აქ კი რა ხდება?! ისეთ რეაქციებს ვუყურებ, ისეთ კომეტარებს ვკითხულობ, გული შეიძლება გამისკდეს ბრაზით! ყველაზე "რბილი" შეფასებებიდან: თვითონ ხო არ გამოიწვია, მანამდე რაღაც ქონდა ალბათ მასთან და მერე აღარ უნდოდა, ყველაზე მწვავემდე – ბოზია და ცილს წამებს დეპუტატს...
მე პირადად ეჭვი არ მეპარება რომ ყველფერი ზუსტად ისე იყო როგორც ჯერ დაზარალებულად არცნობილი გოგონა ყვება, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გამოძიებამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის შემდეგ მივიდა და როგორც მოსალოდნელი იყო, იქ უკვე ყველაფერი დალაგებული და გასუფთავებული დახვდა...
მაგრამ ამაზე მთავარი რა არის იცით ციციკორეებო?! მიუხედავად იმისა, ეს გაუპატიურების მცდელობაა თუ სექსუალური ძალადობის, მიუხედავად იმისა, თუ რა ურთიერთობა იყო მანამდე ამ გოგონასა და მოძალადეს შორის, მიუხედავად დაზარალებულის სოციალური სტატუსისა, ძალადობა იწყება იმ მომენტში როცა გეუბნებიან არას და შენ მაინც შენსას განაგრძობ და ძალადობა ყველა შემთხვევაში ყველას მხრიდან და ყველას მიმართ დასაგმობია! ძალადობის მსხვერპლს სჭირდება უპირობო თანადგომა, ვინც არ უნდა იყოს ის და ესაა სწორედ მისი ყველაზე ძლიერი დაცვა და ამგვარი მოქმედებების პრევენცია სამომავლოდ!
თქვენი სამარცხვინო რეაქციის შემდეგ, ქალებო და კაცებო, იმაზე მაინც თუ ფიქრობთ, რომ ბევრი უკან დაიხევს და ჩუმად გადაყლაპავს დამცირებას, შეურცხყოფას მოძალადისგან, რადგან თქვენგან უფრო მეტი დამცირება ელოდება! როცა ამ თემაზე ღლიცინს და სიბინძურეების წერას მორჩებით, ერთი წუთით დაფიქრდით რომ ხვალ თქვენ ან ვინმე თქვენიანს იგივე შეიძლება დაემართოს, რადგან ასეთი ამაზრზენი დამოკიდებულებით ძალადობის ამ ყველაზე შემზარავ ფორმას უხსნით ხელ–ფეხს! რა სამშობლოს სიყვარულზე, რა მეგობრობაზე ან საერთოდ რაზეა საუბარი, როცა ძალადობის მსხვერპლის დაცვაზე აპრიორი უარს ამბობთ რა მნიშვნელობა აქვს რა მიზეზით! ასეთებს არც გული გაქვთ, არც სული და არც ტვინი, რაკი საკუთარ მომავალს ვერ ხედავთ და ვერ გრძნობთ, თქვენი ამ უზნეო დამოკიდებულებით რამხელა საფრთხეში აგდებთ საკუთარ თავს, შვილებს, დედებს, დებს, მეგობრებს, რომელებსაც არა აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით – პოლიტიკურით, უბრალოდ ბოღმით თუ თანდაყოლილი თახსირობით უბრალოდ წირავთ!
არა ციციკორეების საზოგადოებას! არა"!

ირინა სარიშვილი. 

'.$TEXT['print'].'