ჰ ე ს ე ბ ი ს დილემა გურიაში
ავტორი: გურიის მოამბე
ჰ ე ს ე ბ ი ს დილემა გურიაში

საზოგადოებრივი მოძრაობა 'გადავარჩინოთ გურიის მდინარეები" საკუთარ გვერდზე მცირე ჰესებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს: 

ჰ ე ს ე ბ ი ს დილემა გურიაში.

ეს კადრი ასახავს,დერივაციულ მილში გატარებული მდინარის ხეობას.უდაბნოდაა ქცეული.

ისევ პრობლემაა მცირე ჰესების თემა სოფლებში:ვაკიჯვარი და მაკვანეთი.ვაკიჯვრში შეხვედრა გადაიდო,რადგან მიდის,ინვესტორების მხრიდან მოსახლეობის გადაბირების მცდელობა.ასეთ ინფორმაციას გვაწვდიან ადგილობრივები.
მაკვანეთს რაც შეეხება,"რაცხა მილში გავა აგიდაყვა რა უჭირს მერეო",უთქვამს ერთ გულდადობილ მაკვანეთელს.რაი ძამა და,აგიდაყვაში ისეც არაა წყალი და იმას რომ მილში გაატარებენ,დაგეცქევა თავზე გარემო და იარე მერე უდაბნოში.ყველა ის პირი,ვინც ცდილობს ორივე სოფელში,მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას,გამოვლენილი იქნება და გასაჯაროებული.

"ეკო"გეგმავს ორივე სოფელში ვიზიტს და მოსახლეობის ადვოკატირებას.
დაიცავი გარემო,ნუ იქნები გულგრილი, მერე იქნება გვიან.

არა ჰესებს ჩვენს მდინარეებზე,რომლებიც ერთეულებს გაამდიდრებს და გურიის უნიკალურ ხეობებს კი შეიწირავს.

'.$TEXT['print'].'