ალიტუსის მერი დელეგაციასთან ერთად კოლეჯ „ჰორიზონტში“ იმყოფებოდა
ავტორი: გურიის მოამბე
ალიტუსის მერი დელეგაციასთან ერთად კოლეჯ „ჰორიზონტში“ იმყოფებოდა

ხუთწლიანი თანამშრომლობა გრძელდება ლიეტუვის რესპუბლიკის ალიტუსის მუნიციპალიტეტის მერი ალგირდას ვრუბლიაუსკასი, დელეგაციასთან ერთად კოლეჯ „ჰორიზონტში“ იმყოფებოდა. მერმა, კოლეჯის დირექტორთან ერთად ალიტუსში დაწყებული თანამშრომლობის დეტალები განიხილა. მხარეებმა იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც დაეხმარება კოლეჯ "ჰორიზონტს" ევროპული პროფესიული განათლების რეფორმების წარმატებული მაგალითების გაზიარება-დანერგვაში. სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში ლიეტუველებმა ოფიციალური შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთანაც გამართეს. პროექტი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მუნიციპალიტეტსა და ოზურგეთისათვის სოციალური სერვისების მოდელების შექმნისა და სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის გაცნობას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია ურთიერთგამოცდილების გაცვლით მოსახლეობამ გაუმჯობესებული სოციალური სერვისები მიიღოს. გაცვლითი პროგრამით ლიეტუვაში ოზურგეთის დელეგაციაც იმყოფებოდა.

'.$TEXT['print'].'