პარტიის ჯარისკაცი ვარ და იქ ვიმუშავებ, სადაც პარტია მეტყვის - გუგული მაღრაძე
ავტორი: გურიის მოამბე
პარტიის ჯარისკაცი ვარ და იქ ვიმუშავებ, სადაც პარტია მეტყვის - გუგული მაღრაძე

მმართველი პარტიის დეპუტატი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ პარტიის ჯარისკაცია, ამიტომ იქ იქნება და იმუშავებს, სადაც პარტია ეტყვის. ასე პასუხობს ის მთავარი არხის კითხვას 2020 წლისთვის მმართველ გუნდში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.

"არავის მიმართ არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. ზოგი იქნება, ზოგი არ იქნება განახლება ხდება ყოველთვის. ვიღაცა დარჩება, ვიღაცა არ დარჩება, ეს ბუნებრივი პროცესია", — აცხადებს ის.

რაც შეეხება დეპუტატის სამომავლო გეგმებს, მაღრაძე ამბობს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ხასიათზე იქნება და რა იქნება საჭირო ქვეყნისთვის.

მთავარი არხის ინფორმაციით, ნუკრი ქანთარია, სოფიო კილაძე, მამუკა მდინარაძე, სოფიო ქაცარავა და ალექსანდრე ერქვანია 2020 წელს ქართული ოცნების საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან. სწორედ ამ საკითხზე საუბრობდა გუგული მაღრაძე.

'.$TEXT['print'].'