უუნარო, არაფრის მაქნისი ადამიანები გვყავს ხელისუფლებაში-გოგიჩაიშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
უუნარო, არაფრის მაქნისი ადამიანები გვყავს ხელისუფლებაში-გოგიჩაიშვილი

ეს ბიუჯეტი არის პოპულისტური, გათვლილია 2020 წლის არჩევნების საყიდლად, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, რომლის თქმით, მისი კოლეგების ნაწილი "უპასუხისმგებლოდ იქცევა".

"ყველაზე მეტად ჩემი კოლეგების მიკვირს, რომლებიც არაფერს აკეთებენ და სხვასაც საშუალებას არ აძლევენ, საქმე გაკეთდეს. რამდენიმე ჩინოვნიკის იმედად უნდა ვიყოთ, როდის გაიღვიძებენ, როდის დაუკვეთავენ კვლევას, როდის განიხილავენ ის დეპუტატები, რომელთაც საკუთარი ინტერესის გარდა, არაფერი აინტერესებთ. ხელში თხის კუდი იმ ადამიანებს დაგვრჩება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ჩვენმა შვილებმა და საზოგადოებამ ჯანსაღ სივრცეში იარონ. უუნარო, არაფრის მაქნისი, საკუთარ ეგოცენტრზე მორგებული ადამიანები გვყავს ხელისუფლებაში და ბევრი კოლეგა უპასუხისმგებლოდ იქცევა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

'.$TEXT['print'].'