Top-5 საქმიანობა, სადაც დასაქმებულები ყველაზე მეტ ხელფასს იღებენ
ავტორი: გურიის მოამბე
Top-5 საქმიანობა, სადაც დასაქმებულები ყველაზე მეტ ხელფასს იღებენ

საქართველოში საფინანსო სექტორი კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროდ რჩება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ამ სფეროში დასაქმებულების საშუალო ნომინარული ხელფასი 2 236 ლარით განისაზღვრა. ყველაზე დაბალი ხელფასი კი ტრადიციულად ისევ განათლების სექტორზე მოდის - 601 ლარი.

Top-5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა

  • საფინანსო საქმიანობა - 2 236 ლარი
  • მშენებლობა - 1 546 ლარი
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - 1 379 ლარი
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1 348 ლარი
  • ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 1 302 ლარი

ცნობისათვის, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.9 პროცენტით გაიზარდა და 1 068.3 ლარი შეადგინა.

https://www.bpn.ge

'.$TEXT['print'].'