,,პროდუქციის გაიაფება უნდა დავივიწყოთ"
ავტორი: გურიის მოამბე
,,პროდუქციის გაიაფება უნდა დავივიწყოთ"

მასშტაბურად გაძვირებული პროდუქციის გაიაფება, ფაქტობრივად,  გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში ლარის გასამყარებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, ჯერ ეს კურსზე არც კი ასახულა. ამიტომ ახლა ფასების შემცირებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ხოლო ლარის გამყარების პირობებშიც კი ახლო პერიოდში არავითარი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

პროდუქციაზე ფასის კლების პერსპექტივას ვერ ხედავს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტიც:

,,პროდუქციის გაიაფება უნდა დავივიწყოთ. რა კრიტერიუმით უნდა გაიაფდეს რამე? ძალიან მიანტერესებს ან მთავრობა, ან ეროვნული ბანკი რას მიიჩნევენ გამყარებად. რას ნიშნავს ლარის გამყარება? ეს არის სიცრუე და ტყულების კასკადი, რომელიც მოდის უკვე წლებია. რისი გამმყარებლები არიან, ვინ რა უნდა გაამყაროს? 

გამყარებაში ესენი გულისხმობენ, რომ ლარი იქნება 2.96 და გარკვეულ ხანი იქნება სტაბილურად ამ ნიშნულზე, რაზეც ახლა არის. უბრალოდ ხალხს აიმედებენ ამ ტერმინებით. 

ლარის გამყარება იცით რა იქნება? ბიუჯეტი რომ იყო დათვლილი 2.65-ზე და ჩამოვა ამ ნიშნულზე. დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი. რა მოლოდინზეა ლაპარაკი, როცა ბოლო 6 თვეა ბიზნესი მხოლოდ რეგრესისაკენ მიდის"-აცხადებს "რეზონანსთან" ივა ჭყონიამ. 


'.$TEXT['print'].'