რაში იხარჯება გურიაში სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები-IDFI-ის სკანდალური დასკვნა
ავტორი: გურიის მოამბე
რაში იხარჯება გურიაში სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები-IDFI-ის სკანდალური დასკვნა

IDFI-მ შეისწავლა 2018 წლის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები:

მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, რაც ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს.
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949, 777 ლარი დაიხარჯა. 2018 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტთა სარეზერვო ფონდების ჯამური ხარჯის უდიდესი ნაწილი -30% - ფინანსურ დახმარებას მოხმარდა და 2,653,706 ლარი შეადგინა. ფინანსური დახმარებების შემდეგ, სარეზერვო ფონდებიდან ყველაზე მეტი თანხა (2,212,756 ლარი), სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში დაიხარჯა.

საერთო ხარჯების 15%-ის შემთხვევაში მიზნობრიობა სრულად უცნობია. კერძოდ, 7-მა მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდებიდან ჯამში 1 367 811 ლარის ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა, მათ შორის არის ლანჩხუთი. 

ცალკეულ შემთხვევებში სარეზერვო ფონდები გამოიყენება კულტურული, სპორტული და საგანმანთლებლო ღონისძიებების დასაფინანსებლად. მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ღვაწლმოსილი ადამიანებისათვის 2,157 ლარად შეიძინა შეკვეთილში მდებარე „ბლექსი არენა ჯორჯიას“ საკონცერტო დარბაზის ბილეთები.

ჩოხატაურის მერიის მიერ მოწოდებულია მხოლოდ იმ მიმართულებების ჩამონათვალი, რაზეც გაიხარჯა სარეზერვო ფონდი, თუმცა ხარჯების ოდენობა არ იქნა მითითებული.

მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მაღალი დანახარჯებით, გამორჩეულ მუნიციპალიტეტებს შორის ოზურგეთის მეექვსე ადგილს იკავებს. გახარჯული თანხის ოდენობამ კი, 346,336 ლარი შეადგინა. 

იხილეთ დეტალური ინფორმაცია: 

მუნიციპალიტეტები რომლებმაც არ გასცეს სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია: ლანჩხუთი-29,600 ლარი.

2018 წელს სარეზერვო ფონდებიდან ჯამში 60-მა მუნიციპალიტეტის მერიამ 9 მილიონამდე ლარი დახარჯა. აღნიშნული თანხის დაახლოებით 30% - 2,65 მილიონი ლარი ფინანსურ დახმარებას მოხმარდა. აღნიშნული თანხა მოიცავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას, ფინანსური შემწეობის გადაცემის თუ მათი სხვა საჭიროებების დაფინანსების გზით, მაგალითად კომუნალური გადასახადების დაფარვის პროცესში დახმარება. 

2018 წელს მუნიციპალიტეტების მერიების მიერ ფინანსური დახმარების სახით გადარიცხული თანხების ჯამური მაჩვენებლები-ოზურგეთი-49,155 

2018 წელს სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობებისათვის სარეზერვო ფონდებიდან თანხა ჯამში 15-მა მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო, სულ - 240,687 ლარი.

ოზურგეთი- 9,382 

ხოლო 346 336 ლარი არის დახარჯული ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის საკონცერტო დარბაზ "ბლექსი არენა ჯორჯიას" ბილეთების შსაძენად. 

სარეზერვო ფონდებიდან სამედიცინო მომსახურებისთვის სხვა მაღალი ხარჯების მქონე მუნიციპალიტეტების (ბოლნისი, ოზურგეთი, რუსთავი) შემთხვევაში, მოწოდებულია მხოლოდ ჯამური მონაცემები, რაც ამ კუთხით არსებული პოლიტიკის ანალიზს შეუძლებელს ხდის.

2018 წელს მუნიციპალიტეტების მერიების მიერ სამედიცინო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები -აღნიშნულ გრაფაში ოზურგეთი მესამე ადგილს იკავებს და დახარჯული თანხის რაოდენობა 241 883 ლარს შადგენს. 

რაც შეეხება დაკრძალვისა და სარიტუალო მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი აქ ლიდერ, მეორე პოზიციაზეა თბილისის შემდეგ და თანხა 23 160 ლარს შეადგნს. 

საერთო ჯამში, როგორც დასკვნაშია ნათქვამი, ადგილობრივი თვითმმართველობების მერიების სარეზერვო ფონდებიდან 2018 წელს გაწეული ხარჯები 

ოზურგეთში სულ 346,336 ლარს შადგენს. ლანჩხუთი 29 ,600, ჩოხატაური კი, აღნიშნულ მონაცემებს საგულდაგულოდ მალავს. 

'.$TEXT['print'].'