"რა ბრალდებებს აყენებს, მაგას მტკიცებულება უნდა"- მეუფე ილარიანი მეუფე იაკობისგან მტკიცებულებებს ელოდება
ავტორი: გურიის მოამბე
"რა ბრალდებებს აყენებს, მაგას მტკიცებულება უნდა"- მეუფე ილარიანი მეუფე იაკობისგან მტკიცებულებებს ელოდება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებინად მედიასთან კომენტარი გააკეთა ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა, მეუფე იალარიონმა.

მისი თქმით, დეტალებზე სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. მეუფე ილარიონმა არ უპასუხა კითხვას შესაძლოა თუ არა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიმართ რაიმე სასჯელი იყოს გამოყენებული.

„სინოდზე როცა იქნება მსჯელობა, ამის მერე გაგცემთ პასუხს. რასაც ადამიანი ბრალდებებს აყენებს, მაგას მტკიცებულება უნდა. ვერაფერს გეტყვით... როცა შიგნით მოხდება დიალოგი და ამის შესახებ მოვისმენთ მეუფე იაკობის განცხადებებს, რაც იყო ნათქვამი, აქედან გავაკეთებთ მოსაზრებებს. არ ვიცი ვიმსჯელებთ, თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე“, - განაცხადა მეუფე ილარიონმა.

'.$TEXT['print'].'