ბითაძის შესანიშნავი მატჩი NBA-ში - 4 ბლოკი და ... გოგას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა
ავტორი: გურიის მოამბე
ბითაძის შესანიშნავი მატჩი NBA-ში - 4 ბლოკი და ... გოგას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

დღეს, 2 ნოემბრის დილით გაიმართა NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩი "ინდიანა პეისერსსა" და "კლივლენდ კავალიერსს" შორის, რომელშიც ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 

გოგამ პარკეტზე 24 წუთი და 54 წამის გაატარა და ამ დროში 10 ქულას, 9 მოხსნასა და 4 ბლოკს მოუყარა თავი.  გოგამ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო. ბლოკების მხრივ შეხვედრაში საუკეთესო იყო. მართალია ბითაძეს ორი დაკარგვა ჰქონდა, თუმცა მისი პარკეტზე ყოფნის დროს "ინდიანამ" მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო და ესეც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. "ინდიანამ" კი სეზონში მეორე მატჩი მოიგო - 102:95.

რეალურად, ეს პირველი სრულფასოვანი მატჩი იყო ბითაძისათვის NBA-ში და გოგამაც შანსი გამოიყენა. შემდეგ შეხვედრას ინდიანაპოლისელები 4 ნოემბერს, "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ გამართავენ. 

'.$TEXT['print'].'