დაპირისპირება კლუბში და ოზურგეთელ რაგბისტთა ზედიზედ მეხუთე მარცხი - გულშემატკივართა ნაწილი თენგიზ კალანდაძის გადადგომას ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
დაპირისპირება კლუბში და ოზურგეთელ რაგბისტთა ზედიზედ მეხუთე მარცხი - გულშემატკივართა ნაწილი თენგიზ კალანდაძის გადადგომას ითხოვს

ოზურგეთელ რაგბისტთა ზედიზედ მეხუთე მარცხი

მორიგი, ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა საქართველოს რაგბისტთა პირველობის პირველ ლიგაში მოასპარეზე ოზურგეთის "არწივებმა". ამჯერად, ისინი სტეფანწმინდის "ყაზბეგთან" დამარცხდნენ ანგარიშით 5:9.

სამწუხაროა, რომ კარგი სტარტის შემდეგ, ეს გურულთა ზედიზედ მეხუთე მარცხი იყო პირველ ლიგაში, რაც კლუბში არსებულ კრიზისზე მიანიშნებს. იმ შემთხვევაში თუ ოზურგეთელები დროზე ვერ შეძლებენ სიტუაციის გამოსწორებას, პირველი ოთხეული კი არა, პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნება დარჩება კითხვის ნიშნის ქვეშ.

"გურიის მოამბის" ინფორმაციით, ოზურგეთელთა კლუბში მწვავე დაპირისპირებაა კლუბის ხელმძღვანელობასა და მოთამაშეების ნაწილს შორის. კლუბის ადმინისტრაციას, ასევე გულშემატკივართა ნაწილიც უპირისპირდბა, რომლებიც მათ ბრალს ფინანსების არამიზანმიმართულ ხარჯვაში დებენ და კლუბის პრეზიდენტის თენგიზ კალანდაძის გადადგომას მოითხოვენ.

"გურიის მოამბის" ინფორმაციით, თენგიზ კალანდაძესა და კლუბთან დაახლოებულ ზვიად უნგიაძეს საქმიანობაში უამრავი კითხვის ნიშანია და არაა გამორიცხული რომ საქმე რაგბის განვითარებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისებასთანაც გვქონდეს.

რედაქცია ამ თემას კვლავ დაუბრუნდება და ეცდება უახლოეს დღეებში ვრცელი მასალა მოგაწოდოთ.

აღსანიშნავია, რომ კლუბს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მფარველობს.

'.$TEXT['print'].'