მიხეილ სააკაშვილი:"ნინომ ააღორძინა ქართული ბალეტი და გაიყვანა მსოფლიო ასპარეზზე"
ავტორი: გურიის მოამბე
მიხეილ სააკაშვილი:"ნინომ ააღორძინა ქართული ბალეტი და გაიყვანა მსოფლიო ასპარეზზე"

დევნილობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასის კიევში გასტროლებს ეხმაურება და საკუთარ ფეისვუკ გვერდზე წერილსა და ვიდეოს აქვეყნებს:

"კიევში დიდი წარმატებით გასტროლირებს ნინო ანანიაშვილის დასი. თავის დროზე ნინომ დამიჯერა და ნიუ-იორკიდან, სადაც ამერიკის მთავარი საბალეტო დასის კაშკაშა ვარსკვლავი იყო დაბრუნდა ცივ და ჩაბნელებულ თბილისში. შემდეგ მან ააღორძინა ქართული ბალეტი და გაიყვანა ის მსოფლიო ასპარეზზე.. მათთვის სპეციალურად ავაშენე რიყის საკონცერტო დარბაზი გენიალური იტალიელი არქიტექტორის ფუქსასის პროექტით რომელიც ივანიშვილმა აღარ გაახსნევინა პირადი ბოღმის და გაუტანლობის გამო. ასე რომ გუშინ ტკივილნარევი სიამაყით ვუყურებდი ამ ჩვენს ვარსკვლავებს. ნახეთ რა ლამაზები და განსაკუთრებულები არიან სცენაზეც და ცხოვრებაშიც. კონცერტის შემდეგ მათი ერთ ერთი საუკეთესო მოცეკვავის ინას დაბადების დღე ავღნიშნეთ ჩემს კიევურ სახლში. ვერც მივხვდით როგორ დავეტიეთ სულ პატარა ვერანდაზე" წერსქვეყნის მეამე პრეზიდენტი.

'.$TEXT['print'].'