გენეტიკოსებმა უძველესი ადამიანის წარმოშობის ზუსტი ადგილი დაადგინეს
ავტორი: გურიის მოამბე
გენეტიკოსებმა უძველესი ადამიანის წარმოშობის ზუსტი ადგილი დაადგინეს

გენეტიკოსების ჯგუფი აცხადებს, რომ მეცნიერებმა შეძლეს ზუსტად დაედგინათ აფრიკის რაიონი, საიდანაც მთელი მსოფლიოს მაშტაბით თანამედროვე ადამიანის წინაპართა გავრცელება დაიწყო. ეს ადგილი თანამედროვე ბოცვანას ტერიტორიაზე მდებარეობს.

ჟურნალ Nature -ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები მიტოქონდრიალური დნმ–ს ანალიზის მონაცემებს აანალიზებენ, რომელიც აფრიკაში მცხოვრები 1200 ადამიანისგან მიიღეს.

ეს გენეტიკური ინფორმაცია დედის ხაზით გადადის და წარსულის ხანგრძლივ პერიოდში ჩაძიების საშუალებას იძლევა. მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანის იდენტური ნეოანტროპები მდინარე ზამბეზის ჩრდილოეთით, მაკგადიკგადის ტბის ადგილზე გაჩნდნენ, რადგან სწორედ იქ ცხოვრობენ დღემდე ძველთაძველი ჰალოჯგუფის LO–ს მატარებლები.

დაახლოებით 200 ათასი წლის წინ ეს ადგილი ბევრად უფრო ტენიანი იყო, ვიდრე დღეს. იქ იყო უამრავი ტბა და ჭაობი, რომლებიც შემდეგ სავანამ შეცვალა. კლიმატის ცვლილებამ მიგრაცია გამოიწვია, რომელიც ორ ტალღად მოხდა. პირველად ნეოანტროპების ჯგუფი ჩრდილო დასავლეთით დაახლოებით 130 ათასი წლის წინ გადასახლდა. მას მიჰყვა გადასახლების მეორე ტალღა – დაახლოებით 110 ათასი წლის წინ.

სტატიის ავტორების აზრით პირველი ადამიანების ჯგუფის მიგრირება იმ ცხოველების გადაადგილების კვალდაკვალ მოხდა, რომლებზეც ისინი ნადირობდნენ. თუმცა ეს დასკვნები ეწინააღმდეგება იმ მოდელს, რომელსაც ანთროპოლოგების დიდი ნაწილი სხვადასხვა გათხრების საფუძველზე ემხრობა.

ნეოანტროპების ყველაზე ძველი ნარჩენები, რომელთა ასაკი 195 ათასი წლით შეფასდა, ეთიოპიაში იპოვნეს. ამის გამო ბევრი ანთროპოლოგი თვლის, რომ თანამედროვე ადამიანის წარმოშობის ადგილი აღმოსავლეთია და არა აფრიკის სამხრეთი.

ახალი გენეტიკური კვლევა ამყარებს ვერსიას თანამედროვე ადამიანის აფრიკის ერთ ადგილზე წარმოშობის შესახებ, საიდანაც შემდეგ ადამიანი სხვა კონტინენტებს მოედო. ალტერნატიული ვერსია ამტკიცებს, რომ ნეოანტროპები ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ერთი და იმავე პერიოდში გაჩნდნენ.

ზოგიერთი ანთროპოლოგი უკვე გამოვიდა ახალი ნაშრომის კრიტიკით. ისინი მტკიცებენ, რომ გენეტიკოსებმა წარსულში არცთუ ისე ღრმად ჩაიხედეს.

http://www.newsreport.ge/

'.$TEXT['print'].'