ნუგზარ წიკლაური სოფიო კილაძეზე - სწორია და ვნება არავის არ უნდა მიადგეს... მაგრამ თვითონ ვის გაუფრთხილდნენ
ავტორი: გურიის მოამბე
ნუგზარ წიკლაური სოფიო კილაძეზე - სწორია და ვნება არავის არ უნდა მიადგეს... მაგრამ თვითონ ვის გაუფრთხილდნენ

ყოფილი პარლამენტარი, ენმ პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური სოფიო კოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და საკუტარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს:

"ჩვენი დროის ”ქართლის ჭირი” ამათ, ამ საქოცეთს უკავშირდება. სიძულვილი, დაუნდობლობა, პირადი ცხოვრების გამოქვეყნება ამათი დამკვიდრებულია; ცინიკური კომენტარები, მსხვერპლის აბუჩად აგდება და ხალხის უმაგალითო დაცინვა მათი მოგონილია.

ამდენი სიძულვილი სად წავიდოდა? ამდენი ბოროტება სად გაქრებოდა? ახლა ითხოვს ქალბატონი დეპუტატი, ჩემს ახლობლებს და მათ გრძნობებს გაუფრთხილდითო...
გასაგებია, სწორია და ვნება არავის არ უნდა მიადგეს... მაგრამ თვითონ ვის გაუფრთხილდნენ? თვითონ ვინმე
შეიცოდეს? საკუთარ მინისტრებს თვითონ არ გამოუმზეურეს ფარული ჩანაწერები და მორალური განადგურებისთვის არ გაწირეს? თვითონ არ აპრავებდნენ ათასგვარ ძალადობას და სიბილწეს?

მერმე შინათ აირივნენ..." - წერს წიკლაური;

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიური ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ კომენტარში მან განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაახლოებით 2 კვირის წინ სამართალდამცავებს მიმართა. საქმეზე სასამართლომ იმსჯელა და მოძალადეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მოძალადეს დეპუტატთან 1 თვის განმავლობაში მიახლოება და კომუნიკაცია ეკრძალება.

„დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ამასთანავე, მე ვუფრთხილდები გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემს არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტერესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, - განუცხადა სოფიო კილაძემ „რუსთავი 2“-ს.

მანამდე სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დეპუტატ ქალს ქმარმა სცემა.

'.$TEXT['print'].'