არ დავუშვებთ აბასთუმნის გაუქმებას მის გარეშე მე მოვკვდები - ლაითურელი მოხუცის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს
ავტორი: გურიის მოამბე
არ დავუშვებთ აბასთუმნის გაუქმებას მის გარეშე მე მოვკვდები - ლაითურელი მოხუცის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

დღეს რედაქციაში ოზურეგთის რაიონის დაბა ლაითურში მცხოვრები, 82 წლის ქაზვინ ბოლქვაძე მოვიდა.

მისი ერთადერთი მოთხოვნა "გურიის მოამბის" ჟურნალისტებისადმი ის იყო, რომ მიგვეცა მისთვის შესაძლებლობა, რათა მას ხმა მიეწვდინა ქვეყნის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისათვის.

ქაზვინ ბოლქვაძე აბასთუმნის პრივატიზების წინააღმდეგია და ამ კურორტის ბიძინა ივანიშვილის მიერ შესყიდვა აპროტესტებს და აცხადებს რომ თუ აბასთუმნის სამედიცინო დაწესებულება შეწყვეტს არსებობას მისნაირი ადამიანები განწირულნი ხდებიან სიკვდილისათვის:

"მე ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში მცხოვრები ქაზვინ ბოლქვაძე წლების განმავლობაში ვმკურნალობდი აბასთუმანში, პატივცემულო ივანიშვილო თუ ძალაუფლება იმიტომ ჩაიგდე ხელში რომ მე ჩამომაღრჩო არ ვიცი. ეს რა გვჭირს, რა დღეში ვართ! კანონი აღარაა არსად, სადაც არ უნდა მიხვიდე გეუბნებიან "არ ვიცი", არ მოგცემთ აბასთუმნის გაუქმების შესაძლებლობას, იქ უამრავი ხალხი ვმკურნალობთ. მე ექიმმა მითხრა და ჩემი მდგომარეობა ისეთია რომ აბასთუმნის გარეშე მოვკვდები. ძალიან გთხოვ და გეხვეწები რომ ეს საქმე მოგვიგვარე" - ამბობს ბოლქვაძე ბოლქვაძე სპეციალურ მიმართვაში, რომელიც მან "გურიის რედაქციაში" ჩაწერა.

ბოლქვაძე იმედოვნებს რომ ამ მიმართვის შემდეგ ივანიშვილი ხელს აიღებს "ხალხისათვის კურორტის წართმევაზე".

'.$TEXT['print'].'