"ექსპერტიზის კითხვა გადმომცეს - ჯანსაღი თვალი დავკარგე თუ მასზე რამე პრობლემა მქონდა" - მაკო გომური
ავტორი: გურიის მოამბე
"ექსპერტიზის კითხვა გადმომცეს - ჯანსაღი თვალი დავკარგე თუ მასზე რამე პრობლემა მქონდა" - მაკო გომური

მაკო გომური, რომელმაც "გავრილოვის სისხლიან ღამეს" თვალი დაკარგა, ამბობს, რომ მის მიმართ ექსპერტიზას მხოლოდ ის კითხვა აქვს - ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა.

"მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული.

დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო? წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო" - წერს მაკო გომური Facebook-ზე.

'.$TEXT['print'].'