ოზურგეთის მერიამ საპატრიარქოს უფასოდ 3678 კვ.მ. ფართობი გადასცა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მერიამ საპატრიარქოს უფასოდ 3678 კვ.მ. ფართობი გადასცა

დღეს გამართულ ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს სხდომაზე, საკრებულომ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ლიხაურში მდებარე 3678 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, იურიდიული პირის არსებობის ვადით, სარგებლობაში, სსიპ - საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის შესახებ;

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, სავარაუდოდ, გავრცელებულ ინფორმაციაში მეტი კონკრეტიკა არაა - საპატრიარქოს უფასოდ გადაეცა სახელმწიფოს ხარჯზე გაშენებული საჩვენებელი ფართობი, სადაც წლების განმავლობაში ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯებით როგორც მეხილეობა მებოსტნეობის ასევე მეთორეობისა და მეცხოველეობის კუთხით აეულ ათასობით ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება შემოქმედელ მიტროპოლიტსა და გურიის მაშინდელ გუბერმატორს მერაბ ჭანუყვაძეს შორის ჯერ კიდევ 2017 წლის მიწურულს, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შედგა.

'.$TEXT['print'].'