დღეს ქართულ ოცნებაზე გულწრფელი და მშრომელი პარტია არ არსებობს - მდინარაძე
ავტორი: გურიის მოამბე
დღეს ქართულ ოცნებაზე გულწრფელი და მშრომელი პარტია არ არსებობს - მდინარაძე

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიას აქვს მოლოდინი, რომ 2020 წლის არჩევნებზე 50-პროცენტიან მხარდაჭერას გადააჭარბებენ. ამის შესახებ მან კაჭრეთში განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილი თბილისის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

მდინარაძის თქმით, ეს განპირობებულია, იმით, რომ "დღეს ქართულ ოცნებაზე უკეთესი პოლიტიკური ძალა, უფრო მართალი, უფრო გულწრფელი და მშრომელი, საქართველოში არ არის". მისივე თქმით, თუ უკეთესი ძალა გამოჩნდება, ხელისუფლებას არავინ ჩაეჭიდება.

"ოღონდ გამოჩნდეს უკეთესი პოლიტიკური ძალა და ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ. უღირს კონკურენტებსაც კი ღირსეულად ვპასუხობთ ხოლმე, მაგრამ კიდევ უფრო ღირსეულები ვიქნებით ჩვენს ღირსეულ პარტნიორებთან კონკურენციაში", — თქვა მდინარაძემ.

'.$TEXT['print'].'