მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეტევა მიდის უწმინდესზე
ავტორი: გურიის მოამბე
მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეტევა მიდის უწმინდესზე

"ხელისუფლება რომელსაც ჩაებარა ქვეყანა სამართავად, უკვე მეორე ვადით, მან მარცხი განიცადა, წარმატებას ვერ მიაღწია და ერთადერთი რაც დარჩათ სხვისკენ ხელის გაშვერაა"- ასე პასუხობს საზოგადიებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის თავმჯდომარის მორიგ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, "ეკლესიაში მიმდინარე პროცესების უკან შესაძლოა ის ძალები იყვნენ, ვინც არეულობების უკან იდგნენ".

ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეტევა მიდის უწმინდესზე.

"ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყნის დანგრევის პროცესი დაწყებულია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. დანგრევაში ვგულისხმობ ინსტიტუტების მითვისებას, სახელმწიფო ინსტიტუტების მითვისებას, ახლა სერიოზული შეტევა მიდის საპატრიარქოზე, შეტევა მიდის უწმინდესზე, იმისთვის რომ ეს ყველაზე ნდობით აღჭურვილი ინსტიტუცია მოაქციონ თავიანთი ზეგავლენის ქვეშ. ეს არ გამოუვათ, რამეთუ ამ ყველაფრის უკან დგას რუსული რბილი ძალა და ჩვენი მოსახლეობა, ამომრჩეველი ამას არ დაუშვებს.

'.$TEXT['print'].'