განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ავტორი: გურიის მოამბე
განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით პრემიერს თავად მიმართა.

გიორგი გახარიამ მას გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

"საკითხი, რომელიც მინდა, თქვენთან ერთად აღვნიშნო, გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის, მიხეილ ბატიაშვილის თხოვნა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით" - განაცხადა პრემიერმა.

'.$TEXT['print'].'