მამა გიორგი: მოკვლით მემუქრებიან, სავარაუდოდ, მეუფე ზოსიმეს მრევლია
ავტორი: გურიის მოამბე
მამა გიორგი: მოკვლით მემუქრებიან, სავარაუდოდ, მეუფე ზოსიმეს მრევლია

მამა გიორგი სხილაძე სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტის მიერ „ფორმულასთვის" მიწერილ წერილზე საუბრობს. როგორც სასულიერო პირი აცხადებს, აკადემიის ყოფილ სტუდენტზე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, საქართველოდან ზეწოლა ხორციელდება. 

"მიმდინარეობს ზეწოლა საქართელოდან ყველა იმ სასულიერო პირზე, ვინც გაბედა და ხმა ამოიღო ბინძურ ისტორიაზე. მასზე (კალაძე) დიდი მუქარები მიდის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ისტორია სიმართლეა და მართლა მოხდა", - განაცხადა მამა გიორგიმ.

გარდა ამისა, მამა გიორგიმ იმაზეც ისაუბრა, რომ ხმამაღალი განცხადებების გაკეთების შემდეგ, ზეწოლის მსხვერპლი თვითონაც გახდა. მისივე თქმით, მან მიიღო მუქარის შემცველი წერილები ადამიანისგან, რომელიც სავარაუდოდ მეუფე ზოსიმეს უკავშირდება. 

"ერთი ტექსტი მომხვდა თვალში. მისი სახელიც და გვარიც Facebook-ზე ლათინურად აქვს დაფიქსირებული. სოსო ანდრიაშვილი, ასეთი პიროვნებაა, არ ვიცი ვინ არის. დაახლოებით ვიცი ვინც არის. პირდაპირ მემუქრება, რომ საფრანგეთში ჩამოგაკითხავთ და მოგკლავთ. მის გვერდზე რომ შევედი, მეუფე ზოსიმეს სურათი აქვს დადებული და არ ვიცი შეიძლება მისი მრევლია, სტიქაროსანი ან პოლიციის, ან უშიშროების თანამშრომელი, მე ასე მითხრეს“, - განაცხადა მამა გიორგიმ.

"ფორმულა"

'.$TEXT['print'].'