"პარკინგის სფეროში ოზურგეთში ყველაფერი რიგზე არ არის"
ავტორი: კახა ჩავლეშვილი
"პარკინგის სფეროში ოზურგეთში ყველაფერი რიგზე არ არის"

იურისტი კახა ჩავლეშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ქალაქ ოზურგეთში პარკინგის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე წერს და ოზურგეთისდ მერიას რეკომენდაციით მიმართავს:

"ოზურგეთში დღეის მდგომარეობით მანქანის უფასო სადგომები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მე პირადად არ ვარ პარკინგის გადასახადის აკრეფის წინააღმდეგი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს და ძალიან ძვირი მიჯდება ეს ყველაფერი. ვინაიდან ოზურგეთში ჩემზე უფრო ხელმოკლე ხალხიც ცხოვრობს და მათი აზრიც ვიცი იძულებული გავხდი ამ საკითხისათვის კარგად გადამეხედა და მინდა გითხრათ, რომ არაა ამ სფეროში მთლად რიგზე ყველაფერი.

ამჯერად ამ საკითხზე მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ თბილისში პარკინგი წლის განმავლობაში 60 ლარი ხოლო ექვს თვიანი 25 ლარი ღირს, ოზურგეთში კი შესაძლებელია ეს თანხა ერთ თვესაც ვერ იმყოფინოს ადამიანმა, ამიტომ მივმართავ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას თხოვნით - ეგებ იფიქროთ ერთვიან, ექვსთვიან და ერთწლიანი პარკინგის მოქალაქეების მხრიდან მომსახურების შესყიდვაზე.

და ბოლოს - როგორც წესი ზედმეტად თვითდაჯერებულობის ზღვარი ხალხის ინტერესების იგნორირებაზე გადის, ხალხის ინტერსების გაუთვალისიწინებლობა კი ხალხისაგანვე დაშორებას ნიშნავს, ამ ყველაფერს კი ჯერჯერობით ხეირი არავისათვის არ მოუტანია, რადგანაც ამ ქვეყანაში ზედმეტი თვითდაჯერებიდან გამოყვანის არაერთი და თანაც საკმაოდ ეფექტური საშულებები არსებობს" წერს ჩავლეშვილი.

'.$TEXT['print'].'