ჩოხატაურის მერი სამძებრო სამუშაოებში მონაწილეებს მადლობას უხდის
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურის მერი სამძებრო სამუშაოებში მონაწილეებს მადლობას უხდის

ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭვა ყველა იმ ადამიანსა და უწყებას, რომლებიც მონაწილეობდნენ სოფელ საჭამიასერის მკვიდრი ორი დაკარგული ახალგაზრდას ძებნაში საკუტარი ფეისბუკ გვერდიდან მადლობას უხდის:

"დიდი მადლობა ყველას ვინც პატარჭალელი ბიჭების ძებნაში იღებდა მონაწილეობას: სამაშველო სამსახურისა და პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს, განსაკუთრებული მადლობა სოფელში მერის წარმომადგენელს ელზა ზაქარეიშვილს, საჭამიასერისა და მიმდებარე სოფლების ახალგაზრდებს მთელი ღამის განმავლობში მუხლჩაუხრელი ძებნისთვის" წერს კუჭავა.

ცნობისათვის: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში მცხოვრებ  2 ახალგაზრდას, ოჯახის წევრები, თანასოფლელები და სამაშველო სამსახური თითქმის რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა

'.$TEXT['print'].'