სულაშვილი: "არ მესმის რა საჭიროა ამდენი ფილოსოფია?"
ავტორი: გურიის მოამბე
სულაშვილი: "არ მესმის რა საჭიროა ამდენი ფილოსოფია?"

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აღმასრულებელი დრირექტორი-ად AFG გენერალური ასამბლეა-ში ნუგზარ სულაშვილი ეხმიანება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:

"სახეზეა უგახრწნილესი კაცი, რომელმაც შესანიშნავად იცოდა და იცის ბრბოს სენტიმენტალური კვანძის გამოხსნა.
გავიხსენოთ ბრძოლის რა მეთოდი გამოიყენა წინა ხელისუფლების დასამარცხებლად ივანიშვილმა? რაღა თქმა უნდა ციხის დადგმული კადრები. და ეს ყველაფერი იმდენად ოსტატურად გააკეთა, რომ თავად ხელისუფლებასაც კი შეეპარა ეჭვი იმ მარაზმში, რომლის დემონსტრირებაც ეფექტური შოკი აღმოჩნდა ეგრეთწოდებული პრადვინუტებისთვისაც-კი.
მას შემდეგ, ქვეყანას პორნოგრაფიული სიუჟეტები არ გამოლევია. მშიერს, მაგრამ სანახობის მოყვარულ ბრბოს ლამის საზეპიროებივით დაამახსოვრებინეს ვის, ვისთან ჰქონდა სექსი. მხოლოდ პერიოდულად ხდებოდა მათი დამშიება, რადგან ნებისმიერი სახელისუფლო სკანდალი მორიგი პორნოებით გადაეფარათ.
თავადაც ბევრი :ბლა ბლა" რომ არ გამომივიდეს, მოკლედ ვიტყვი: ამ ვერაგ კაცს, მიზნად ჰქონდა დასახული ნებისმიერი ღირებულების განადგურება, ეს იყო სახელმწიფოებრიობა თუ მისი სარწმუნეობრივი მემკვიდრეობა რომელიც ერთერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუციად მისაზრებოდა.
არცერთი აღარ გვაქვს ამ ეტაპზე, და სამწუხარო ყველაფერთან ერთად ის არის, რომ მისი განადგურება მოხდა ყველაზე მარაზმატიკული მეთოდით" - წერს სულაშვილი.

'.$TEXT['print'].'