"პირამიდასთან" ურთიერთობას კიდევ ერთი საკრებულოს თავმჯდომარის კარიერა შეეწირა
ავტორი: გურიის მოამბე
"პირამიდასთან" ურთიერთობას კიდევ ერთი საკრებულოს თავმჯდომარის კარიერა შეეწირა

გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც: სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.

ირაკლი კაკულია რიგით მეორე საკრებულოს თავმჯდომარეა, რომელსაც გამოძიება შპს "„პირამიდა ფ.რ.“ წარმომადგფენლებისაგან ქ1რთამის აღების ფაქტზე აკავებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, 2016 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა კობალაძემ „შპს პირამიდას“ ტექნიკური მენეჯერისგან, ქრთამის სახით, 50 ათასი ლარი მიიღო. ქრთამის სანაცვლოდ ქალაქის მთავრობას შეუსრულებელ სამუშაოებზე თვალი უნდა დაეხუჭა და ვადები გაეგრძელებინა.

მანამდე შპს „პირამიდა“ ოზურგეთშიც იგებდა ტენდერებს. 2016 წელს ოთხი დიდი პროექტი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულება 5.9 მილიონი ლარი იყო. კომპანიამ ოთხი პროექტიდან მხოლოდ ერთის დასრულება შეძლო, ისიც 200 დღიანი ვადაგადაცილების შემდეგ

შპს „პირამიდა“ სულ 38 ტენდერში მონაწილეობდა და მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება 15.3 მილიონი ლარია.

2017 წლის მარტში კომპანია გაფრთხილებულთა სიაშიც იყო. მიუხედავად ამისა, დღემდე იგებს ტენდერებს. მაგალითად, 2019 წლის აპრილში, კომპანიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ 813 ათას ლარიანი ტენდერში გაიმარჯვა და ჭყვიშში გზები უნდა დაეგო. ასევე წელს, აპრლში გაიმარჯვა ქუთაისის არასახიფათო ნაგავსაყრელის პოლიგონის სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოების ტენდერში, რომლის ღირებულებაც 360 ათასი ლარია. კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 15 მილიონს აღემატება.

შპს „პირამიდა“ ოზურგეთშიც იგებდა ტენდერებს. 2016 წელს ოთხი დიდი პროექტი მოიგო, რომელთა საერთო ღირებულება 5.9 მილიონი ლარი იყო. კომპანიამ ოთხი პროექტიდან მხოლოდ ერთის დასრულება შეძლო, ისიც 200 დღიანი ვადაგადაცილების შემდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, 2016 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა კობალაძემ „შპს პირამიდას“ ტექნიკური მენეჯერისგან, ქრთამის სახით, 50 ათასი ლარი მიიღო. ქრთამის სანაცვლოდ ქალაქის მთავრობას შეუსრულებელ სამუშაოებზე თვალი უნდა დაეხუჭა და ვადები გაეგრძელებინა.

რაც შეეხება ფოთის საკრებულოს ტავმჯდომარის დაკავებას, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხსენებულ პირებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში – საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, არ ახდენდნენ შესაბამის რეაგირებას სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არსებულ დარღვევებზე და ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების მიღება – ჩაბარების აქტებს, რითაც ხელს უწყობდნენ კომპანიების ხელმძღვანელებს თაღლითური გზით თანხების დაუფლებაში. ასეთი სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, თავის მხრივ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სამუშაოების შემსრულებელს, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა – ჯამში 170 000 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება და უახლოეს პერიოდში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც: სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხსენებულ პირებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში – საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, არ ახდენდნენ შესაბამის რეაგირებას სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არსებულ დარღვევებზე და ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების მიღება – ჩაბარების აქტებს, რითაც ხელს უწყობდნენ კომპანიების ხელმძღვანელებს თაღლითური გზით თანხების დაუფლებაში. ასეთი სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, თავის მხრივ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სამუშაოების შემსრულებელს, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა – ჯამში 170 000 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება და უახლოეს პერიოდში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

'.$TEXT['print'].'