"21 -ე საუკუნეა გარეთ, რატომ უნდა დავრჩეთ მსოფლიოს ყველაზე ჩამპალ მორალურ და სულიერ საწყისებზე?"
ავტორი: გურიის მოამბე
"21 -ე საუკუნეა გარეთ, რატომ უნდა დავრჩეთ მსოფლიოს ყველაზე ჩამპალ მორალურ და სულიერ საწყისებზე?"

ამერიკაშიმოღვაწე ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალუურ ქსელში წერს:

"ესეიგი, ვერანაირი სახელმწიფოებრივი დოქტრინა, საკითხი, ვერ მოიძებნა, რომლის გარშემო ერი შეძლებდა გაერთიანებას. ერთადერთი რამ, რამაც მოახერხა ყველა პოლიტიკურად თუ სოციალურად დაპირისპირებული ჯგუფის ერთ ჭკუაზე მოყვანა, რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ჰომოსექსუალიზმის მიმართ პათოლოგიური სიძულვილი და შეუწყნარებლობაა.
თან, ლოგიკური კამათიც შეუძლებელი ხდება ამ საკითხზე.
თუ ვთვლით რომ ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა, მაშინ ის ხომ უნდა გავარკვიოთ, სულის დაავადებაა თუ ხორცის. თუ სულის, მაშინ ვის გინახავთ რომ სულიერი დაავადებები პროპაგანდით გადადიოდეს. შიზოფრენიაზე გადაღებული ფილმებით ხალხს შიზოფრენია ემართება?
თუ ხორცის დაავადებაა, ვირუსული ბუნებისაა რომ გადაედოს ვინმეს?
რელიგიურადაც თუ მივუდგებით, თუკი ადამიანს ბუნებამ განუსაზღვრა ჰომოსექსუალის სტატუსი, როგორ არის ეს ცოდვა? მითუმეტეს, თუ მორწმუნენი ამას დაავადებად თვლიან. მაგალითად, პარკინსონიან ავადმყოფს უბრძანებ რომ კანკალი შეწყვიტოს, რადგან ცოდვაა?
თუ იმიტომ, რომ ეს დაავადება სქესობრივ ორგანოს ეხება, ამიტომაა ცოდვა? რა, ადამიანის ორგანოები ზოგი წმინდაა და ზოგი უწმინდური და შესაბამისად მათი დაავადებებიც?
ასე რომ, როგორც რელიგიური თვალსაზრისით, ასევე ავადმყოფობის თეორიით აბსურდია ჰომოსექსუალიზმზე ტაბუს დადება, მითუმეტეს, რომ არც ავადმყოფობაა ის და არც ცოდვა.
ხვდებით რატომ არის ეს თემა რუსული სპეცსამსახურებისათვის ასე პოპულარული? იმიტომ რომ რელიგიურ ფუნდამენტალიზმთან ერთად საზოგადოების ბრბოდ ქცევის უმარტივესი და უეფექტურესი ხერხია. და რა არის ის ერთადერთი გზა, რომელიც კგბ/ფსბ-ს ამ იარაღს წაართმევს?
ტაბუს ახსნა, გააზრება, ინტელექტუალური განჩხრეკა პრობლემის, განათლება. განათლება და გონების განათება. 21 -ე საუკუნეა გარეთ; ხელოვნური ინტელექტი იქმნება, ადამიანის გონება გასცდა სხეულის ჩარჩოებს და სამყაროში გავიდა. რატომ უნდა დავრჩეთ მსოფლიოს ყველაზე რეგრესულ, რეტროგრადულ, ჩამპალ იმპერიასთან ერთად იმავე მორალურ და სულიერ საწყისებზე?
რატომ???"- წერს გურული.

'.$TEXT['print'].'